2014-09-15
„კინგსი“ ახალ სეზონს სასიამოვნო სიახლეებით იწყებს. ორგანიზაციის საქმიანობა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და ოლიმპიადების მაღალ დონეზე ორგანიზების გარდა, საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას. 
კომპანიის მოღვაწეობის არეალი გაფართოვდა: დღეიდან „კინგსს“ საკუთარი გამომცემლობა აქვს, რომელიც სპეციალურად აქტიური მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და პედაგოგებისთვის სხვადასხვა სასკოლო საგნებში გამოსცემს წიგნებს.
„კინგსის“ გამომცემლობის ლიტერატურა მოსწავლეებს დაეხმარება გაიღრმაონ ცოდნა, დამატებით გაეცნონ საინტერესოდ და სახალისოდ გადმოცემულ მასალებს. „კინგსის“ წიგნებით მოსწავლეები მოემზადებიან როგორც უშუალოდ „კინგსის“ ოლიმპიადებისთვის, ასევე შეძლებენ წარმატების მიღწევას სხვა ინტელექტუალურ კონკურსებში. 
გამომცემლობის მიერ შერჩეული თემატიკა და სწავლების ინოვაციური მეთოდი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მარტივად აითვისონ მასალა, რაც საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს. „კინგსის“ ლიტერატურა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იქნება აგებული, რაც პედაგოგებს საშუალებას მისცემს გაკვეთილები დამატებითი ინფორმაციით გაამდიდრონ და გაახალისონ.
„კინგსის“ გამომცემლობის მიზანია, მოსწავლეები მუდმივად სიახლის ძიებაში იყვნენ, აქტიურად ეცნობოდნენ ხარისხიან ლიტერატურას და მიიღონ საფუძვლიანი განათლება. კომპანიის ამოცანა ყოველთვის იყო მოსწავლეთა ინტელექტის განვითარება და გამომცემლობის დაარსებაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. ასე რომ, დაელოდეთ „კინგსის“ საინტერესო და შემეცნებით ლიტერატურას.