2014-08-29

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში,  “კინგსიორგანიზებას უწევს ,,მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლას საქართველოში’’ და ,,ქართული ენის ინტერნაციონალურ საზაფხულო სკოლას საქართველოში’’.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 2013-2014 აკადემიური წლის მდგომარეობით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 80 მოსწავლისათვის, მოეწყობა ლიდერთა საზაფხულო სკოლა 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით და მონაწილეები განაწილებულნი იქნებიან დაბა ბაკურიანში ( სასტუმრო ,,ვერე პალასი’’).

ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2 ნაკადად:


1. „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის“ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, არაქართულენოვანისკოლების / სექტორების 40 მასწავლებელისათვის მოეწყობა ქართული ენის საზაფხულო სკოლა 27 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით და მონაწილეები განთავსდებიან ბაკურიანში  - სასტუმრო ვიქტორია.


2. „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის“- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, „ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“ საფუძველზე შერჩეული 2013-2014 აკადემიური წლის მდგომარეობით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის საუკეთესო შედეგების მქონე 40 მოსწავლისთვის მოეწყობა ქართული ენის საზაფხულო სკოლა 7 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით და მონაწილეები განთავსდებიან ბაკურიანში - სასტუმრო ვიქტორია.