2014-08-26

„კინგსი“ განათლების სამინისტროს ეგიდით აწყობს  მომავალ ლიდერთა ორკვირიან საზაფხულო სკოლას ბაკურიანში ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "ვერე პალასში". საზაფხულო სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებს სწორი პიროვნული და კარიერული ორიენტირის არჩევა-განსაზღვრაში, პიროვნული ეფექტიანობის ჩვევების ჩამოყალიბებასა და დახვეწაში.

მოსწავლეებს ორი კვირის განმავლობაში ინტერაქტიული პრეზენტაციების ფორმატში ჩაუტარდებათ ტრენინგები. გამოცდილი ტრენები და საზაფხულო სკოლის გარემო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუდენტთა ჩართულობას დისკუსიებში და მათ აქტიურ მონაწილეობას სალექციო თემების განხილვაში.

კინგსი მოსწავლეებს საინტერესო და სასიამოვნო დასვენებას უსურვებს!