2014-07-25
ტაივანში დასრულდა საერთთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში. საბოლოო შედეგების მიხედვით ნიკოლოზ სვანიძე მსოფლიოს 10 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ელენე მაჩაიძემ და გიორგი სხირტლაძემ ბრინჯაოს მედლების დაუფლება შეძლეს. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ნადირაძეს ბრინჯაოს მედლის დასაუფლებლად რამდენიმე ქულა არ ეყო. ჯამში ჩვენი ნაკრების მედლების გადანაწილების მიხედვით მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან: ბრაზილია, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, ბელორუსია, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და მრავალი სხვა. ვულოცავთ ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს ამ დიდ წარმატებას.