2014-06-11

2014 წლის გაზაფხულის სეზონზე "კინგსმა" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეგიდით, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლისა და "კავკასუს ონლაინის" პარტნიორობით  ჩაატარა ერთიანი ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. კონკურსი მოიცავდა  ორ ეტაპს: ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადას მოსწავლეთათვის და ეროვნული ნაკრების შესარჩევ ტურს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "კინგსმა" ორგანიზება გაუწია პირველი დაუსწრებელი ონლაინ ტურის ჩატარებას საქართველოში.

შესარჩევმა ტურმა გამოავლინა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც გაემგზავრებიან ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ტაივანში.

გთავაზობთ მოკლე რეპორტაჟს განხორციელებული პროექტის შესახებ, რომელშიც მოცემულია ინტერვიუები პროექტის მენეჯერთან, პარტნიორებთან და გამარჯვებულ მოსწავლეებთან.