„კინგსის“ 2014 წლის გაზაფხულის
სეზონის ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების დაჯილდოების ცერემონიალს პროექტის წარმდგენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. (მისამართი:
თბილისი, ჭავჭავაძის ქუჩა #32 ). დაჯილდოება ჩატარდება 8 ივნისს 14:00 საათზე. ცერემონიაზე უნდა
გამოცხადნენ
მოსწავლეები,
რომლებიც
მოხვდნენ
თითოეული
კლასის
საუკეთესო
შვიდეულში ,
რომელთაც
,,კინგსის"
ადმინისტრაციის
წევრები
და დაჯილდოებაზე მოწვეული საპატიო სტუმრები დიპლომებთან
ერთად
შესაბამის
პრიზებს გადასცემენ.
შეგახსენებთ, ოლიმპიადის გამარჯვებულ მონაწილეებს, რომლებიც მოხვდნენ საუკეთესო შვიდეულში გადაეცემათ
საგზური
შემეცნებით-დასასვენებელ
ტურზე სასტუმრო
კომპლექს
,,საირმეში "
, ასევე სხვა მრავალი „ბონუს-პრიზი“, რომელიც სპეციალურად „კინგსელებისთვის“ დააწესა
პროექტის სპონსორებმა . ინგლისური ენის გამარჯვებული მოსწავლეები საირმეში გაემგზავრებიან
12 ივნისს, ხოლო
მათემატიკის ოლიმპიადის- 16 ივნისს. გამგზავრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე უშუალოდ დავუკავშირდებით გამარჯვებულ მოსწავლეებს
ამ კვირის
განმავლობაში.
ფინალში გადასულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და დიპლომები. მონაწილეებს, რომელთაც მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დააგროვეს 15 და 20 ქულა გადაეცემათ III ხარისხის დიპლომი, 25 და 30 ქულის შემთხვევაში- II ხარისხის დიპლომი; 35 და 40 ქულის შემთხვევაში I ხარისხის დიპლომი. ყველა მესამე ტურის მონაწილეს, რომელთაც დააგროვეს 10 ქულა ან ნაკლები გადაეცემათ სერთიფიკატი. ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილეები, რომელთაც დააგროვეს 60 ქულიდან 80 ქულამდე მიიღებენ III ხარისხის დიპლომს, 80-დან და 90 ქულამდე II ხარისხის დიპლომს, 90-დან ზემოთ პირველი ხარისხის დიპლომს. ყველა მონაწილე, რომელმაც დააგროვა 60 ქულაზე ნაკლები მიიღებს სერთიფიკატს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის. დიპლომები და სერთიფიკატები მონაწილეებს გადაეცემათ სკოლებში სექტემბრის თვის ბოლოს.