2014-05-28

„კინგსი“ გახდა ახალი ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ გენერალური სპონსორი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ახალ წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და სწავლისადმი სტიმულის გაღვივებას. სწორედ ასეთ სიახლეს წარმოადგენს „ტვინების ბრძოლა“, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტის მთავარი მიზანია  ქართველ მოსწავლე ახალგაზრდებში როგორც სწავლისადმი ინტერესის გაზრდა, ასევე ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

ყველაზე აზარტული ინტელექტუალური პროექტის პირველი თამაში გაიმართება 1 ივნისს საქართველოს 5 უდიდეს ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი. მოსწავლეთა 5-კაციანი გუნდები ერთ სივრცეში შეეცდებიან სწორი პასუხი გასცენ დარბაზში გაჟღერებულ შეკითხვებს. თამაში არ არის ფაქტობრივი ცოდნის გამოვლენაზე გათვლილი და კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე მოსწავლეებს ლოგიკის გამოყენებით უხდებათ სწორი პასუხის მოფიქრება. შესაბამისად, მოსწავლეები იღებენ ახალ ინფორმაციას და ივითარებენ მსჯელობის უნარ-ჩვევებსაც.

გუნდების რაოდენობა 1 ივნისის თამაშისათვის შეზღუდულია. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე  www.brains.ge.

„კინგსი“ წარმატებებს უსურვებს ამ პროექტის ავტორებსა და ყველა მონაწილეს.