2014-05-21
"კინგსის" მათემატიკის ოლიმპიადის მესამე ტური გაიმართება 25 მაისს.
 მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის ფინალურ ტურზე თითოეულმა მოსწავლემ უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან ცნობა სკოლიდან, რომელშიც აღნიშნული იქნება დირექტორის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ინფორმაცია მონაწილის სკოლისა და კლასის შესახებ. ამ ცნობას თან უნდა ერთვოდეს მოსწავლის ფოტოსურათო 3x4-ზე. პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ფოტოსურათი არ არის აუცილებელი. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის გამოიყენონ საზღვარგარეთის პასპორტებიც.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (მე-2 კლასიდან მე5 კლასის ჩათვლით) ფინალურ ტურზე დასასწრებად შეუძლიათ წარადგინონ მხოლოდ დაბადების მოწმობის ასლი, სხვა დოკუმენტაციისა და ფოტოსურათის წარდგენა მათთვის არ არის სავალდებულო.
"კინგსი" ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებებს!