2014-05-10
10-11 მაისს "კინგსმა" გამართა ინფორმატიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები. შესარჩევ ტურებში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით გამართული კინგსის ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები.

10 და 11 მაისს ჩატარებული წერების წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:



შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: claim@kings.ge 24 საათის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკაში გაემგზავრება ტაივანში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

კინგსის ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში და ნაკრების შესარჩევი წერები მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით, ხოლო სპონსორები არიან: "კავკასუს ონლაინი", "კავკასიის უნივერსიტეტი - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა", "Spinom Network Management". ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: Marketer.ge, ტელეკომპანია GDS და Ideahub.