3-4 მაისს განათლების სამინისტროს ეგიდით "კინგსმა" ჩაატარა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური. 3 მაისს ჩატარდა ოლიმპიადის გახსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ოლიმპიადის სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები, მონაწილეები და მათი მშობლები. ცერემონიისას მოსწავლეებს მიმართეს კინგსის პროეტების მენეჯერმა - გიორგი კვინიკაძემ, "კავკასუს ონლაინის" PR მენეჯერმა - რუსო კაპანაძემ და "კავკასიის ტექნოლოგიური სკოლის" დეკანმა - გიორგი დათუკიშვილმა. მათ ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობის შესახებ და წარმატება უსურვეს მონაწილეებს.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ინფრომატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტურის შედეგები: