2014-04-25

"კინგსის" მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 3-4 მაისს.  მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდება გაზრდილი მასშტაბებით საქართველოს 20 უდიდეს ქალაქში. ამ სეზონზე გაიზარდა საპრიზო ადგილების რაოდენობა, თითოეულ კლასში გამოვლინდება საუკეთესო შვიდეული, რომელიც გაემგზავრება შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო კომპლექს საირმეში, ხოლო ყველა პირველადგილოსან მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა უახლესი Nokia Lumia-ს 4 ინჩიანი სმარტფონი.

სპეციალურად კინგსელებისთვის პროექტის მხარდამჭერებმა დააწესეს ბონუს პრიზები:

საუკეთესო მე-11 კლასელი მოსწავლე სრულიად უფასოდ გაივლის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს 4 საგანში ჩვენს პარტნიორ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრში “ELLC”-English Language Learning Centre.

სპეციალურად მე-9 და მე-10 კლასელი მონაწილეებისთვის: მათემატიკის ცოდნასთან ერთად „კინგსის“ გამარჯვებული მეცხრე და მეათე კლასელი მოსწავლეები გაივლიან ერთწლიან უფასო მოსამზადებელ კურსს ინგლისურ ენაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებით დაკომპლექტებულ სასწავლო ცენტრში „ELLC”- English Language Learning Centre.

დაუვიწყარი პრიზი მე-8 კლასელებისთვის: მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულ მე-8 კლასელ მოსწავლეს გადაეცემა 100 %-იანი დაფინანსება ზღაპრულ კუნძულ მალტაზე საუკეთესო კოლეჯში 2 კვირიან სასწავლო პროგრამაზე. ანაზღაურდება ყველა ხარჯი: მგზავრობის, სწავლების, კვებისა და შიდა ტრანსპორტირების. საგზურში ასევე შედის სხვა გასართობი ღონისძიებებიც:  კუნძულის ეგზოტიკური კულტურის გაცნობა და ექსკურსიები. ეს არის საუკეთესო პროგრამა გაწერილი დღის განრიგითა და ბევრი  სიურპრიზით.

დარეგისტრირდით "კინგსის" მათემატიკის ოლიმპიადაზე, მიიღეთ უდიდესი გამოცდილება და საოცნებო პრიზები.

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს!