"კინგსის" 2014
წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართა 13 აპრილს.
ოლიმპიადა ჩატარდა გაზრდილი მასშტაბებით საქართველოს 20 უდიდეს ქალაქში. წლიდან წლამდე
მოსწავლეთა რაოდენობასთან ერთად იზრდება ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზებულობის ხარისხიც.
აღსანიშნავია,
„კინგსის“ ახალი პროექტის "King’s TV"-ის როლი ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილეთათვის.
King’s
TV-ის ძირითადი ფუნქცია
არის ასწავლოს მოსწავლეებს, ხოლო მოსწავლეებმა, თავისმხრივ, ვიდეო რგოლებიდან მიღებული
ცოდნა უკვე ოლიმპიადის თითოეულ ტურში გამოავლინეს. ოლიმპიადის პირველი და მეორე ტური
სწორედ ამ ძირითად პრინციპზე იყო დაფუძნებული, რაც მოსწავლეთა შედეგებზე ნათლად აისახა.
რაც შეეხება ფინალურ ტურს, წინა ტურებისგან განსხვავებით , ტესტის სირთულეცა და სპეციფიკაც
იყო განსხვავებული. მესამე ტურის ტესტის მთავარი მიზანი არის მონაწილეების ცოდნის შემოწმებასთან
ერთად სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაც,
როგორიცაა ლოგიკური აზროვნება, გამორიცხვის მეთოდი და ანალიტიკური მსჯელობა.
ინგლისური ენის
ოლიმპიადის რეიტინგული სია გამოქვეყნდა დღეს, გამოვლინდა თითოეული კლასის საუკეთესო
შვიდეულიც. რა თქმა უნდა, გამარჯვება მნიშვნელოვანი წარმატებაა, თუმცა ყველაზე პრიორიტეტული
არის ოლიმპიადაში მონაწილეობა და გამოცდილების მიღება. რადგან: "ზოგჯერ ვიმარჯვებთ,
ზოგჯერ კი ვსწავლობთ".
ყველა მონაწილეს
ვუსურვებთ წარმატებებს!