2014-04-22
2014 წელს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით “კინგსი” ორგანიზებას უწევს ეროვნულ ოლიმპიადას ინფორმატიკაში და, ასევე, აკომპლექტებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI) ტაივანში. 

ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის კონკურსის ორგანიზება კონკურსის მონაწილეები ინფორმატიკის კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში. 

კონკურსის ჩატარების ფორმატი 

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 
I ასაკობრივი კატეგორიაა 7-8 კლასები, 
II ასაკობრივი კატეგორიაა 9-10 კლასები, 
III ასაკობრივი კატეგორიაა 11-12 კლასები. 
პირველი ეტაპი არის დაუსწრებელი ფორმატის, ხოლო მეორე - დასწრებული. მეორე დასწრებულ ეტაპზე I და II ასაკობრივი ჯგუფისთვის ტარდება ერთი ტური, ხოლო III ასაკობრივი ჯგუფისთვის 2 დასწრებული ტური. 

ოლიმპიადის ჩატარების განრიგი შემდეგია: 
14 აპრილი 00:00 - რეგისტრაციის დაწყება ვებ-გვერდზე kings.ge 
23 აპრილი 00:00 - რეგისტრაციის დასრულება 
26 აპრილი 11:00 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის 
3 მაისი 10:00 - პირველი დასწრებული ტური II და III ასაკობრივი კატეგორიებისათვის 
4 მაისი 10:00 - პირველი დასწრებული ტური I ასაკობრივი კატეგორიისათვის და მეორე დასწრებული ტური III ასაკობრივი კატეგორიისათვის 
10 მაისი 10:00 - ნაკრების შესარჩევი შეჯიბრების პირველი დღე 
11 მაისი 10:00 - ნაკრების შესარჩევი შეჯიბრების მეორე დღე 
14 მაისი 10:00 - ნაკრების შემადგენლობის გამოცხადება 

საკონკურსო ამოცანები პირველი და მეორე ეტაპის ამოცანები მოსწავლისგან მოითხოვს ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნას. მონაწილეთა ნაშრომების შეფასება როგორც დასწრებულ ისე დაუსწრებელ ტურებზე მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით.

გამარჯვებულების გამოვლენა 

პირველი ეტაპის გამარჯვებულად ჩაითვლება მოსწავლე, რომელმაც, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში, მოაგროვა მაქსიმალური ქულის 50% და მეტი; კონკურსის საბოლოო გამარჯვებულად ჩაითვლება მონაწილე, რომელმაც მეორე ეტაპზე, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში, მოაგროვა მაქსიმალური ქულის 60% და მეტი და მოხვდა რანჟირებული სიის ათეულში. ქულათა თანხვედრის შემთხვევაში რანჟირებული სიის მომზადებისას გათვალისწინებული იქნება პირველი ეტაპის შედეგი, თუ ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდება თანხვედრა, გათვალისწინებული იქნება მეორე ეტაპზე მონაწილის მიერ ამოცანების ამოხსნაზე დახარჯული დროის ჯამური ხანგრძლივობა. კონკურსანტებს ექნებათ შედეგების აპელაციის შესაძლებლობა კონკკრეტული ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო აპელაციის შედეგების შესახებ ცნობილი გახდება აპელაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 48 საათის განმავლობაში. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის დაკომპლექტება 

“კინგსი” უზრუნველყოფს საქართველოს ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOI) მონაწილეობის მისაღებად. გუნდი შედგება 4 ძირითადი და 4 სარეზერვო წევრისგან. 
შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 
ა) მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 და მე-12 კლასების ინფორმატიკის ზემოაღნიშნულ კონკურსში დაიკავეს 1-10 ადგილი და დააგროვეს მაქსიმალურ ქულათა არანაკლებ 1/3-ისა; 
ბ) მოსწავლეებს, რომლებმაც მე-9 და მე-10 კლასების ინფორმატიკის ზემოაღნიშნულ კონკურსში დაიკავეს 1-10 ადგილი და დააგროვეს მაქსიმალურ ქულათა არანაკლებ 1/3-ისა; 
გ) მოსწავლეებს, რომლებმაც მე-7 და მე-8 კლასების ინფორმატიკის ზემოაღნიშნულ კონკურსში დაიკავეს 1-10 ადგილი და დააგროვეს მაქსიმალურ ქულათა არანაკლებ 1/3-ისა; 
ნაკრების წევრთა შერჩევა მოხდება ორ ტურად. ყოველ ტურზე ინფორმატიკის ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატებს მიეცემათ სამი ამოცანა (სულ 6 ამოცანა), რომელთა ამოხსნისათვის კანდიდატებმა უნდა შეადგინონ პროგრამა (ე.წ. კომპიუტერული კოდი). თითოეულ შესარჩევ ტურში მონაწილეებს ამოცანების ამოსახსნელად მიეცემათ 5 (ხუთი) ასტრონომიული საათი. მოსწავლეთა შედგენილი პროგრამები შემოწმდება წინასწარ მომზადებული ტესტებით (ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამები), რომლებიც ამოწმებენ რამდენად სწორად შეადგინა კონკურსანტმა ამოცანის ამოსახსნელი კომპიუტერული კოდი (პროგრამა). ინფორმატიკაში ნაკრები გუნდის საბოლოო შემადგენლობა დადგინდება პირველ და მეორე ტურში მიღებული ქულათა საერთო ჯამის მიხედვით. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგად ქულებში მიღებული ცვლილებები. 

ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები იქნებიან ის მოსწავლეები, რომლებიც რეიტინგული სიის მიხედვით დაიკავებენ პირველიდან მე-4 ადგილებს. შესარჩევ ტურებში თანაბარი ქულების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამოცანების ამოხსნისთვის დახარჯული ჯამური დროის სიმცირეს. რეიტინგულ სიაში მომდევნო ოთხი მოსწავლე გახდება ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის რეზერვისტი. იმ შემთხვევაში, თუ რეზერვისტებს შორის არიან მე-12 კლასელები, წვრთვნას მათ ნაცვლად გაივლიან რეზერვისტებს შორის არმოხვედრილი რეიტინგული სიის მომდევნო უმცროს კლასელები.

 ოლიმპიადაზე რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს: რეგისტრაცია