2014-04-14
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2014 წელს “კინგსი” ორგანიზებას უწევს
ეროვნულ ოლიმპიადას ინფორმატიკაში და, ასევე, აკომპლექტებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც
გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI) ტაივანში.
ოლიმპიადაში მონაწილეობა და ნაკრების გამგზავრება ტაივანში სრულად არის დაფინანსებული. მონაწილეს პროგრამული კოდის დაწერა და გამართვა მოეთხოვება დაპროგრამების ენების Free Pascal-ის, C++-ის ან C-ს გამოყენებით (საერთაშორისო ოლიმპიადის მოთხოვნების თანახმად).
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად 3 ასაკობრივ კატეგორიაში: I ასაკობრივი კატეგორიაა 7-8 კლასები, II ასაკობრივი კატეგორიაა 9-10 კლასები, III ასაკობრივი კატეგორიაა 11-12 კლასები. პირველი ეტაპი არის დაუსწრებელი ფორმატის, ხოლო მეორე - დასწრებული.
მეორე დასწრებულ ეტაპზე I და II ასაკობრივი ჯგუფისთვის ტარდება ერთი ტური, ხოლო III ასაკობრივი ჯგუფისთვის 2 დასწრებული ტური.
ოლიმპიადის ჩატარების განრიგი შემდეგია:
14 აპრილი 18:00 - რეგისტრაციის დაწყება ვებ-გვერდზე kings.ge
22 აპრილი 00:00 - რეგისტრაციის დასრულება
26 აპრილი 11:00 - დაუსწრებელი ტური სამივე ასაკობრივი კატეგორიისათვის
3 მაისი 10:00 - პირველი დასწრებული ტური II და III ასაკობრივი კატეგორიებისათვის
4 მაისი 10:00 - პირველი დასწრებული ტური I ასაკობრივი კატეგორიისათვის და მეორე დასწრებული ტური III ასაკობრივი კატეგორიისათვის
10 მაისი 10:00 - ნაკრების შესარჩევი შეჯიბრების პირველი დღე
11 მაისი 10:00 - ნაკრების შესარჩევი შეჯიბრების მეორე დღე
14 მაისი 10:00 - ნაკრების შემადგენლობის გამოცხადება
დაწვრილებითი ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ოლიმპიადაზე რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს:
რეგისტრაცია