სტუმრად რუსთავის 24-ე ქართულ გიმნაზიაში 2017-06-26

სკოლისა და მასწავლებლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ხელი შეუწყოს მოსწავლეში დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, ინტელექტუალური შესაძლებლობის გამოვლენას, კომუნიკაციის, შემეცნების, გუნდური მუშაობის, მოსმენის, ანალიზისას და სხვა უნარების განვითარება.

ბუნებრივია, ასეთი გამოწვევების წინაშე დგას ქართული განათლების სისტემაც. ზოგადი განათლების წარმომადგენლები ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტემპს და უფრო მოქნილი და დახვეწილი გახადონ ის. ამ პროცესში ჩართულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის #24-ე ქართული გიმნაზიაც.  გიმნაზია გამოირჩევა მაღალი აკადემიური ხარისხით, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული ტრადიციებით და ორგანიზაციული კულტურით, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლის და მშობლის საჭიროებებზე. 

 თანამედროვე მშობელს საკმარისზე ნაკლები დრო რჩება შვილებთან ურთიერთობისთვის.  ძირითად შემთხვევაში ეს ძვირფასი დრო საშინაო დავალებების მომზადებას ხმარდება და ბავშვებს ცოტა დრო რჩებათ სოციალური განვითარებისთვის. ამ პროცესში მშობელი და მოსწავლე ბევრ სირთულეს აწყდება , ამიტომ მშობლის ერთ-ერთი მთვარი სურვილი, არის,ის რომ მათი შვილები სახლში დაბრუნდნენ შესრულებული საშინაო დავალებებით.  რუსთავის №24 ქართული გიმნაზია დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სთავაზობს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფის მომსახურებას.  ჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია პირველ კლასელებზე, ვინაიდან მათ მეტად სჭირდებათ სკოლაში შესვლით გამოწვვეულ სტრესთან გამკლავებაში დახმარება. სწორედ ამ საჭიროებებმა განაპირობა გიმნაზიაში გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფის არსებობა. აქ თავს იყრიან დაწყებითი საფეხურის ექვსი სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

გიმნაზიის გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფის მასწავლებელი თაკო კახეთელიძეა, განათლებით სოციოლოგი და განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. როგორც თაკომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას მუშაობის ერთწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გახანგრძლივებულ ჯგუფში შექმნილმა თავისუფალმა გარემომ ხელი შეუწყო პირველკლასელი მოსწავლეების სკოლაში ადაპტაციას  .
ამ ფაქტორის გათვალისწინებით და გახანგრძლივებული ჯგუფის მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე, მისი მიზანი გახდა შეექმნა სივრცე სადაც გაერთიანდებოდა  სასკოლო და ოჯახური გარემო.

ჯგუფში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ სკოლისთვის არადამახასიათებელი ინტერიერი, რომელიც უშუალოდ თაკო მასწავლებლის მიერაა შექმნილი. ოთახი სივრცეებადაა დაყოფილი, სამკითხველო და მოსასვენებელი კუთხე რბილი ავეჯით და წიგნის თაროებით. სასწავლო კუთხე და მოსაცდელი მშობლებისთვის.  გიმნაზიაში მოსწავლეებს აცვიათ შავ-თეთრი სასკოლო ფორმა. გახანგრძლივებულ ჯგუფში ბავშვები იცვლიან ფორმას…ყოველდღიური ტანსაცმლით და ოთახის ჩუსტებით ატარებენ დღეს.

მასწავლებელი არ იყენებს მისთვის განკუთვნილ მაგიდას, იგი მოსწავლეების მაგიდებთან მათ გვერდითი ზის, მათ სიმაღლეზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, აქ ნამდვილად იგრძნობთ "ფორმალურობის ნაკლებობას" და ნდობით გამყარებულ მჭიდრო ემოციურ კავშირს.  ჯგუფში ბავშვები ასრულებენ საშანაო დავალებებს, კითუხლობენ სასკოლო და მახტვრულ ლიტერატურას, უყურებენ შემეცნებით ვიდეოებს, თამაშობენ, ისვენებენ, სურვილის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში იძინებენ და  მზიანი დღის ნაწილს ატარებენ ეზოში. ეზოში მასწავლებელი უკითხავს და ათამაშებს მოსწავლეებს.

გახანგრძლივებულ ჯგუფში მოქმედებს მოსწავლეების მიერ შედგენილი "ქცევის კოდექსი",. ისინი თვითონ გეგმავენ თავის დროს: როდის იმეცადინონ , როდის ისადილონ,  როდის ითამაშონ და როდის დაისვენონ.  არაფორმალური განათლების მიმართულებით მასწავლებელი დღის თემას გეგმავს მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე.

ჯგუფის მასწავლებელი აღნიშნავს, რომ არაფორმალური გარემო,  ბავშვებთან და მშობლებთან ღია და თაავისუფალი ურთიერთობა, მასსა და მოსწავლეს შორის მინიმალური დისტანცია მას მეტ საშუალებას აძლევს მიაგნოს და ხელი შეუწყოს მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას, სხვადასხვა ჭრილში.

ამ ჯგუფში ყველა და ყველასგან სწავლობს, მასწავლებელი ცდილობს დააბალანსოს მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეები ურთერთდახმარების საშუალებით. ეს მოსწავლეებს ეხმარებათ ცოდნის განმტკიცებაში და გუნდური მუშაობის უნარების შეძენაში. ამ ჯგუფში  ზრუნავენ და შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებიან ერთმანეთს.

თაკო იხსენებს ისეთ შემთხვევებს როდესაც,  ერთ დღეს მშობლებს  დაავიწყდათ მოსწავლის გაყვანა ჯგუფიდან. ერთი ასეთი შემთხვევის დროს მან ვერ მოახერხა დაკავშირება ვერცერთ ოჯახის წევრთან, გადწყვიტა ისედაც ემოციური გოგონასთვის სტრესი აეცილებინა და დედას გაუზგავნა შეტყობინება: "ანა ჩემთან იქნება, შეიძლიათ მაშინ წაიყვანოთ, როცა გათავისუფლდებით! "  დედა ორ საათში გამოჩნდა, მანამდე კი თაკომ და ანამ ხაჭოს ბურთების მომზადება მოასწრეს. თაკოს სტუმარი მხოლოდ ანა არ ყოფილა. მისი თქმით ზოგიერთ ბავშვს განსაკუთრებით აინტერესებს როგორია მასწავლებელი  საკლასო ოთახის გარეთ, განსაკუთრებით კი სახლში.  იგი სიამოვნებით მასპინძლობს ასეთ ბავშვებს თავისთან. იმის აღმოჩენა რომ მასწავლებელი დედიკოსავით ამზადებს სადილს, ზრუნავს შვილებზე, უყურებს მულტფილმებს ბავშვებთან ერთად, ის არის ჩვეულებრივი, როგორიც ყველა, ეხმარებათ მოსწავლეებს მასწავლებელთან დაახლოებაში, ნდობის გამყარებაში და დამეგობრებაში.

თაკო ღიმილით ყვება, როგორ მიიღო მოსწავლეებისვე დადგმულ სპექტაკლში როლი.  როგორ აქვითინა ჯგუფი იავნანამ რა ქმნაზე და ანდრე რიუს ავე მარიაზე. როგორ გადაედოთ მისგან მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა. 

იგი ცდილობს იყოს სამაგალითო ბავშვებისთვის და იყოს მათნაირი. სკოლაში დადის  თავისუფალი სამოსით,  ატარებს ნაკლებ სამკაულს. სადილობს, თამაშობს, ცეკვავს, კითხულობს, მეცადინეობს და სეირნობს მოსწავლეებთან ერთად.  ყველგან, ყოველთვის ფიქრობს მათზე. იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოს შედეგი თითეულ მოსწავლესთან.

 

დღეს რუსთავის 24-ე ქართულ გიმნაზიას ვესტუმრეთ და საინტერესო ამბავი მოგიყევით. მალე თითოეული თქვენგანის სკოლაში მოვალთ საინტერესო ისტორიების მოლოდინში...

 

ანა მასწავლებლის მეგობრები.