საზაფხულო სკოლები - მეტი ვიდრე გართობა და დასვენება 2017-07-26

სკოლის ასაკში ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი სიტყვა ზაფხულია, რადგან იგი ასოცირდება იმ თავისუფლებასთან, როცა ყველა დღე პარასკევის საღამოს ჰგავს. ზაფხულობით გვიჩნდება განცდა,  თითქოს ბავშვის ენერგია ამოუწურავია, მათ ფეხებს და ხელებს არ გააჩნიათ პროტესტის განცდა  და ჩვენ უძლურები ვართ წინ აღვუდგეთ გართობის დაუსრულებელ ჟინს. ისინი ახერხებენ თორმეტ წლიან ადაპტირებას და სკოლაზე მორგებული ბიოლოგიური საათის გამომუშავებას. ამიტომ, მიუხედავად ზაფხულით ტკობიბისა, მაინც დიდი ენთუზიათმით ხვდებიან სექტმებერს.

დღეს არსებულ საზაფხულო სკოლებს  შეუძლიათ არა მარტო ამ ენთუზიაზმისა და თამაშისთვის გამოყოფილი ენერგიის კომბინირება, არამედ ახალი სოციალური უნარების გამომუშავება. საზაფხულო სკოლები ძიირთადად მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული საგნის შესწავლას, სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს, ინტელექტუალურ თამაშებსა და ექსკურსიებს.  მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიისა, მშობლები გარკვეული და გასაგები შიშის გამო თავს იკავებენ ჩართონ საკუთარი შვილები მსგავს პროგრამებში. ამიტომ განვმარტავ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ „ მშობლის უფლება“ მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.

საზაფხულო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად ბავშვებს საკუთარი შრომითა და თავდადებით უწევთ მიაღწიონ მიზანს და გაარღვიონ კონკურენცია. საკუთარი სწავლით მოპოვებული „შვებულება“ კი იმაზე ძვირფასია, ვიდრე მამების მიერ აგებული ოქროს კოშკები და დედების მიერ ჩამოსხმული ბრილიანტის კომპოტები. შესაბამისად, ამხელა მოტივაცია მოსწავლეს ეხმარება თავად გაიუმჯობესოს აკადემიური მხარე. ამასთან, დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი პირადად მე დამეხმარა გავმკლავებოდი სკოლის დამთავრებით გამოწვეულ სტრესს. თავად დამეგეგმა ცხოვრებისა და სწავლის ახალი ეტაპი , რომელზეც მშობლის ზრუნვა მხარდამჭერის პოზიციას არ სცდება.

ასევე, საზაფხულო სკოლებში ბავშვები განაწილებულნი არიან თემატურ ჯგუფებში, მათ უწევთ, როგორც ახალი მათთვის ჯერ კიდევ უცნობი დავალებების შესრულება, ასევე მათთვის უცხო ადამიანებთან კონტაქტი. რეკორდულად შეზღუდულ დროში, ისინი ახერხებენ თავი გაართვან სტრეულ სიტუაციებს, გაიცნონ ახალი მეგობრები, განიცადონ წარუმატებლობის შიში და  ისწავლონ როგორ გაუზიარონ საკუთარი იდეები თანატოლებს. იწყებენ მათთვის შეუჩვეველ დისკუსიებსა და დებატებში ჩართვას. სპორტულ აქტივობებში თავად ნაწილდებიან სპორტსმენებად და გულშემატკივრებად. უცნაურია, რომ დღემდე მახსოვს ის ემოცია, რომელსაც ახალგაცნობილი მეგობრების მხარდაჭერამ მომიტანა, თავი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეგონა, სადაც ჩემივე ქვეყნის ბედი წყდებოდა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ იგივე არც სკოლის სპორტის გაკვეთილებზე განმიცდია და არც 2014 წელს მანუელ ნოიერის გამარჯვების მანიშნებელი სახის დანახვისას.

გაგაცნობთ რამდენიმე ინოვაციურ საზაფხულო სკოლას, რომელიც მსოფლიო მაშტაბით პოპულარული და საინტერესოა:

1. კანადის კვანტური კრიპტოგრაფიის სკოლა

კანადის კვანტური კრიპტოგრაფიის სკოლა ყოველწლიურად ეწყობა ვატერლოოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ზაფხულობით მომავალი გენიოსების აღზრდითაა დაკავებული. მონაწილეები ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ: იყვენენ 15 წლის ან მეტის და მათემატიკა/ფიზიკა ზაფხულშიც დედაენასავით უყვარდეთ. ბავშვებს საშუალება აქვთ ითანამშრომლონ ცნობილ მკვლევრებთან კვანტური კომპიუტერული ტექნიკის სფეროში, მათთან ერთად ჩაატარონ ექსპერიმენტები და რაც მთავარია, შექმნან გაუტეხავი დამცავი პროგრამები, რომელიც მომავალში ჩვენს საბანკო ანგარიშებს დაიცავს.

2. კოსმოსური ბანაკი, ნასას ასტრონავტები

ალაბამას შტატში, კერძოდ, ჰანცვილში დოქტორ ვერნერ ფონ ბრაურმა გადაწყვიტა, ნასას ინჟირნებისთვის, ასტრონავტებისთვის, მეცნიერებისთვის და ტექნოლოგიის სპეციალისტებისთვის ერთკვირიანი მსოფლიო მისია მიეცა, სესიაში 9-დან 18 წლამდე მონაწილეებისთვის გაეზიარებინათ კაცობრიობის უნიკალური მონაპოვარი, რის გამოც დღეს ჯორდანო ბრუნოს ბედს აღარავინ გაიზიარებს. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ მოდელირებულ კოსმოსურ მისიებში, თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, ასევე თავად აწყობენ კოსმოსური ხომალდის დიზაინს და აანალიზებენ თანამედორვე აღმოჩენებს.

3. სამთო მეცნიერების ბანაკი

თუკი მოგზაურობისას ახლომალხო არც wi-fi იქნება, არც დასახლებული პუნქტი და არც მობილური დაიჭერს, მაგრამ თქვენი შვილი კოლორადოს შტატის, ქალაქ ევონში მდებარე საზაფხულო სკოლა „სამთო მეცნიერების ბანაკში“ იღებდა მოანწილეობას, ჩათვალეთ, გადარჩენილხართ.  ბავშვები სწავლობენ რუკის კითხვას, კომპასის გამოყენების წესებს და ბუნებაში გადარჩენისთვის საჭირო უნარებს. ისინი ასევე იკვლევენ ეკოლოგიურ სფეროს, რაც ბავშვებს ეხმარება ბუნებასთან ურთიერთობაში. საშუალო ასაკის ბავშვებს საშუალება აქვთ აირჩიონ სალაშქრო ბანაკი, სადაც იკვლევენ ეკოლოგიის პრინციპებს და აწყობენ სამეცნიერო კვლევებს ბუნებაში.

4. ვეშაპის ბანაკი

სახელი შემაშფოთებლად ნამდვილად ჟღერს, თუმცა ეს გახლავთ განსაკუთრებით საინტერესო ოკეანური ბანაკი გემზე.  კანადის აღმოსავლეთში, ახალ შოტლანდიასთან  (Nova Scotia) ახლოს ბავშვები სწავლობენ ოკენაოგრაფიასა და საზღვაო ბიოლოგიას. ბავშვები იყენებენ პროფესიონალურ ოკეანოგრაფიულ აღჭურვილობას და სწავლობენ წყალში მცოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს.

 

ანანო ნიქაბაძე