ფსიქოლოგებმა სკოლაში ძალადობის პრობლემის გადაჭრის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს 2017-03-22

 საერთაშორისო კვლევებმა დაადგინა, რომ სკოლაში ხშირი ძალადობა, მუქარა მოსწავლეთა ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს   უქმნის. ფსიქოლოგები პერმანენტულად ატარებენ კვლევებს რომ მიაგნონ ძალადობის პრევენციის ახლებულ მეთოდებს.

სკოლაში ძალადობის ფაქტები ხშირია, ზოგჯერ მას სასიკვდილო შედეგიც კი მოჰყვება. ადამიანები ხშირად არ აღიქვამენ ამ პრობლემის სერიოზულობას, რადგან საზოგადოებაში დამკვიდრებულია მოსაზრება , რომ „ბავშვი ბავშვია“ და თითქოს მას არ შეუძლია სხვისთვის  რაიმე  ზიანის მიყენება,  არადა სკოლაში  ძალადობა,  მუქარა, დაცინვა იწვევს სერიოზულ პრობლემებს, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეს ადამიანს არასრულფასოვნების  კომპლექსის სახით ან იგი ჩამოყალიბდეს ჩაკეტილ პიროვნებად.

ამიტომ მასწავლებლები და პოლიტიკოსები მიმართავენ ისეთ ფსიქოლოგებს,   როგორიცაა  დენ ოლვეუსი, ნორვეგიელი მეცნიერი, ფილოსოფიის დოქტორი, რომელიც მიჩნეულია, ძალადობის  ფაქტების  კვლევის პიონერად და დამფუძნებლად.

 ოლვეუსი  ძალადობას განსაზღვრავს, როგორც განმეორებით ნეგატივს, ერთი ან მეტი მოსწავლის  განსაზღვრულ ბოროტ ქცევას,   მიმართულს მეორე მოსწავლისადმი, რომელიც თავად იცავს თავს. ძალადობის ფაქტები ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე ხდება.

დენ ოლვეუსი თავის წიგნში -„ძალადობა სკოლაში:“ წერს: რა ვიცით  და რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, იგი განსაზღვრავს მოძალადე და ძალადობის მსხვერპლ მოსწავლეთა  მახასითებლებს.

ჩვეულებრივ, მოძალადეებს აქვთ შემდეგი მახასიათებლები:

  • მათ  სურთ იყვნენ დომინანტები და დაიმორჩილონ სხვა მოსწავლეები;
  • არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან;
  • ხშირად არიან აგრესიულები თანატოლების, მშობლების და მასწავლებელთა მიმართ;
  •  ავლენენ მხოლოდ  მცირე თანაგრძნობას დაზარალებულ  მოსწავლეთა  მიმართ;.
  •  არიან  ფიზიკურად უფრო ძლიერები , ვიდრე  სხვები.

ოლვეუსის კვლევის შედეგებიდნ გამომდინარე, დაზარალებული მოსწავლეების მახასიათებლებია:

  • არიან ფრთხილები, წყნარები, მგრძნობიარეები და მეოცნებები;
  • ხშირად შეშფოთებული და უბედური, აქვს თვითშეფასების სუსტი უნარი;
  • არიან უფრო დეპრესიულები, ვიდრე მათი თანატოლები;
  • არ ჰყავთ მეგობრები;
  • ბიჭების ფსიქიკა მათი თანატოლების ფსიქიკაზე უფრო სუსტია.

 

ორივე მხარის  მახასიათებლები ნაწილობრივ   განსაზღვრავს ძალადობის მიზეზს და შედეგს. ასევე, არსებობს მსხვერპლთა სხვა, უფრო მცირე  ჯგუფი - პროვოკაციული მსხვერპლი,  რომელიც სხვა მახასიათებლებითაც  გამოირჩევა.  პროვოკაციული მსხვერპლის  ქცევა იწვევს გაღიზიანებას კლასში, ხშირად იგი მასწავლებლებსაც არ უყვართ.

 ბუნებრივია მოძალადეს და მსხვერპლს საკვანძო ადგილები უჭირავთ პრობლემების შექმნაში,  მაგრამ  ასევე მნიშვნელოვანია სხვა მოსწავლეების როლიც. მაგალითად მაშინ, როდესაც  ისინი ერთვებიან ძალადობაში, პასუხისმგებლობა  ნაწილდება და ეს მექანიზმი  თავისთავად  ხელს უწყობს  პრობლემის შექმნას.

ფსიქოლოგიური კვლევების შედეგებმა   ფარდა ახადა ძალადობასთან დაკავშირებულ მითებს, მათ შორის ერთი-ერთია, ის რომ ჭირვეული  მოსწავლეები პოპულარულები  არ არიან   სკოლაში. ფილოსოფიის დოქტორის, ფილიპ როდკინის და მისი კოლეგების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ  ჭირვეული მოსწავლეები ყველაზე პოპულარულები არიან სკოლაში. კიდევ ერთი მითი, რომელიც დაინგრა არის,  ის რომ ჯიუტი და აგრესიული მოსწავლეები მუქარას იყენებენ, იმიტომ, რომ მათი თვითშეფასების კოეფიციენტი დაბალია. ოლვეუსმა, სხვადსახვა მეთოდის გამოყენებით დაასკვნა, რომ მოძალადის თვითშეფასების კოეფიციენტი საშუალო ან საშუალოზე  მეტია.

  ძალადობის ფაქტები ბიჭებს შორის უფრო ხშირია.  მიუხედავად  ამისა ,   გოგონებს შორისაც მწვავედ  დგას ეს  საკითხი. ფიზიკური   ძალადობა  იშვიათია   გოგონებს შორის,  თუმცა მათ შემთხვევაში ხშირია არაპირდაპირი  გზით   შეურაცხყოფა,  როგორიცაა   მაგ.  ჯგუფიდან  გაგდება, ჭორის გავრცელება და მეგობრული ურთიერთობებით მანიპულირება. მსგავსი სახის ძალიდობა  ისევე  საზიანო  და სტრესულია, როგორიც მისი  ღია და პირდაპირი  ფორმები.

პრაქტიკული გამოყენება

დოქტორ ოლვეუსის კვლევამ საფუძველი დაუდო  ოლვეუსის ძალადობის პრევენციის პროგრამის განვითარებას. პროგრამა ყოვლისმომცველია, მისი მიზანია  სკოლებში, მოსწავლეებს შორის, ძალადობის  ფაქტების შემცირება და თავიდან აცილება.  ამერიკის ბევრ სკოლაში იყენებენ ამ პროგრამას. მას  უკვე  20-ზე მეტი წელია  დადებითი  შედეგები აქვს.  მათ შორის:

  • 30%-50%-მდე შემცირებულია ძალადობის ფაქტები;
  • მნიშვნელოვნად შემცირდა მოსწავლეებში ანტისოციალური ქცევა, მაგალითად როგორიცაა ვანდალიზმი, ქურდობა, ლოთობა და სხვა;
  • გაუმჯობესებულია დისციპლნა და ქცევა მოსწავლეებში, ჩამოყალბებულია პოზიტიური სოციალური ურთიერთობები;
  • მოსწავლეები კმაყოფილები არიან  სკოლის ცხოვრებით.

ინტერვენციის პროგრამა აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე. ეს პრინციპები ემსახურება სკოლაში იდეალური გარემოს შექმნას, რომლის მახასიათებლებია:

  1. თბილი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ, მათი დადებითი ინტერესების და ჩართულობის მეტად გააქტიურება;
  2. მკაცრი შეზღუდვები არასასურველ ქცევაზე;
  3. წესების დარღვევისთვის  ფიზიკური სანქციების დაწესების, დასჯის აკრძალვა;
  4. მოზარდების, რომლებიც არიან ავტორიტეტები და თამაშობენ პოზიტიურ როლს, წახალისება.                                                               ძალადობა სკოლაში სერიოზული პრობლემაა  მთელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა და მშობლემა მეტი დრო დაუთმონ ბავშვებს და დააკვირდნენ  მათ ქცევებს. კლასში ძალადობის ან მუქარის პრევენცია უნდა მოახდინოს მასწავლებელმა, მასწავლებელმა ზუსტად უნდა იცოდეს ვინ როგორია და მისთვის უფრო ადვილი იქნება ბავშვების კონტროლი. მასწავლებელმა კლასში უნდა შექმნას  მყუდრო გარემო და ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფერო, არავის უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რადგან სწორედ  უპირატესობა ხდება ძალადობის მიზეზი, ამ დროს ბავშვს ექმნება ილუზია, რომ მას  სხვაზე  მეტი ძალაუფლება აქვს. 

     

 

 

ჩვენი პარტნიორი: http://4motivi.com/