ფლინის ეფექტი და კიბერგანვითარებული თაობა ანანო ნიქაბაძე 2017-06-07

მამებისა და შვილების დაპირისპირებას ისეთი რადიკალური სახე არასდროს მიუღია, როგორიც დღეს. იმ ფაქტს, რომ შვილები ყოველთვის იმარჯვებენ ვერსად გავექცევით და მოგვწონს კიდეც, რადგან ამის გარეშე, ტექსტი,  რომელსაც ახლა კითხულობთ „საანჯმნოდ ძნიად და იშვით საკითხავი რამ“ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვხდებით კონსერვატორი მამები და ვდარდობთ კითხვაზე, უფრო ვჭკვიანდებით თუ ვსულელდებით?

აკადემიკოს ჯეიმს რ. ფლინს თუ დავუჯერებთ, შეგვიძლია ამ კითხვაზე ბევრი არ ვინერვიულოთ, რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისიდან IQ ტესტირების შედეგმა სამი ქულის საშუალო სიჩქარით დაიწყო სწრაფი ზრდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ დღეს არა მხოლოდ მეტ დამატებით კითხვას ვცემთ პასუხს IQ ტესტებში, არამედ მეტ სწორ პასუხს, და ასე, შემდეგი ყოველი თაობა. მაგრამ აქ უფრო მეტ კითხვას ვაწყდებით, რადგან თუ საუკუნეების წინ მცხოვრებ ხალხს დღევანდელ ნორმას შევადარებთ მათი საშულო კოეფიციენტი 70 იქნება, რაც გონებრივი ჩამორჩენილობის ზღვარს უტოლდება. ხოლო თუ ჩვენს შედეგებს მაშინდელ ნორმას შევადარებთ საშუალო კოეფიციენტი 130 იქნება, რაც ნიჭიერების ზღვარია. ცხადია, არც მე და არც ჯეიმს ფლინი არ ვფიქრობთ, რომ სამყარო ,დღესდღეობით, გენიოსებით დაკომლექტებული თემია, თუმცა არსებობს მესამე ალტერნატივა.

ადამიანის გონება შეიძლება შევადაროთ რომელიმე პრეისტორიულ ცხოველს, რომელიც საუკუნეები განიცდიდა მუტაციას ,რათა გადარჩენილიყო. დღეს იმისთვის, რათა სამაყროს საკუთარი სარგებლობის კუთხით შევხედოთ საკმარისი არ იქნება ქვისა და ხის იარაღები, დღევანდელი ადამიანი ძალიან რთული სამყაროს პირისპირაა. შედეგად ვიმუშავებთ ისეთ გონებრივ ჩვევებს, როგორიცაა აბსტრაქციების შემოტანა, ჰიპოთეტური და ანალიტიკური მსჯელობა, კონკრეტული მსოფლიოს კლასიფიცირება.

ფლინი გვთავაზობს შემდეგ ილუსტრაციას: თუკი მარსიანელი არქეოლოგი დედამიწაზე ჩამოვიდოდა და იპოვიდა მიზანში სროლის შედეგებს, 1865 წლის ვერსიაზე ნახავდა, რომ ადამიანი ერთ წუთში ერთ ტყვიას ახვედრებდა ცენტრში. 1898 წელს, ხალხი წუთში 5 ტყვიას მოახვედრებდა მიზანში, ხოლო 1918 წელს მაჩვენებელი 100 ტყვია იქნებოდა. ცხადია , ჩვენი მარსიანელი შოკში იქნებოდა ხელის სიმტკიცის ასეთი განვითარებით, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ პირველი ტყვია მუშტაკისგან იქნებოდა, მეორე რევოლვერისგან, ხოლო მესამე ტყვიამფრქვევისგან. შესაბამისად, ჯარისკაცის კარგი მხედველობისა და მტკიცე ხელის მიზეზი, იყო ხელსაწყო, რომელიც ეჭირა. მე კი იმ „ხელსაწყოზე“ მსურს გავაგრძელო საუბარი, რომლის საშულებითაც საგრძნობლად გაიზარდა ინფომაციულობისა და ცნობიერების დონე.

ტექნოლოგიას შეუძლია შეცვალოს ბავშვების ხედვა, რას სწავლობენ, როგორ ურთიერთქმედებენ უფროსებთან და თანატოლებთან. გარდა ამისა კომპიუტერს შეუძლია მობილურობისა და კონტროლის განცდების გაძლიერება, ასევე თვითშეფასების გაუმჯობესება. ფაქტობრივად ყველა ლიტერატურასა თუ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა აქვს ნებისმიერ მოსწავლეს, რაც მათ უზოგავს დროს და ენერგიას.  ხდებიან მეტად ინტეგრირებულები, სწავლობენ უფრო მეტ ენასა და კულტურას გაცილებით საფუძვლიანად, შეუძლიათ გაიზიარონ სხვა ქვეყნის მაგალითები, გაიარონ ონლაინ კლასები რომელიმე საგანში და გაერთონ მრავალი ინტელექტუალური თამაშით. მიუხედავად ამ მრავალი სიკეთისა, ბავშვებს უჭირთ იპოვონ ზღვარი გართობის დასრულებასა და შემეცნების დაწყებას შორის, ამიტომ ვფიქრობ, ნებისმიერ მშობელსა და მასაწაველბელს შეუძლია გამოიყენოს სათავისოდ ეს ფაქტი და აქციოს ბავშვის გართობა ერთგვარ განვითარებად, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე შემეცნებით-გასართობ საიტს.

  1. http://www.starfall.com - სთარფოლი, ერთ-ერთი პირველი საიტია, რომელიც თამაშ-გაანთლებასთან გაგახსენდებათ, რადგან ამ საქმეში 2002 წლიდან მოღვაწეობს, საიტი იდეალურია დამწყები ინგლისური ენის გაკვეთილებისთვის.
  2. http://www.coolmath.com – „გასართობი მათემატიკური პარკი და არამარტო“ ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს და აქ ნამდვილად უჭირს ბავშვს იმის გარკვევა, როგორ მივიდა გართობიდან რთული მათემატიკური თავსატეხების ამოხსნამდე. საიტი ძირითადად 13 წლის ასაკიდანაა გათვალისწინებული, თუმცა მათივე ალტერნატივა https://www.coolmath4kids.com გათვლილია 2-დან 12 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
  3. http://kids.nationalgeographic.com - მომავალ მეცნიერებს ამზადებს National Geographic kids , რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო ენციკლოპედიურ-გასართობი ბაზა შექმნა , ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის.
  4. http://www.makemegenius.com - ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო-გასართობი საიტი ინტერნეტ სივრცეში, სადაც ფიზიკური მოვლენების ყველაზე მხიარულ ახსნას გვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ საიტი ინგლისურენოვანია, ვიდეოებს საკმაოდ ნიჭიერი გრაფიკული დიზაინი აქვს და ამასთან ყველა ვიდეოს ახლავს სუბტიტრები.
  5. http://www.nickjr.com - კრეატიული ბავშვების ჯერიც დადგა, საიტი ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ საკუთარ თავებში პატარა ხელოვანი.
  6. https://www.thoughtco.com/chemistry-activities-for-kids-4133581?_ga=1.160651837.1677221203.1493044245 -  ყველაზე მეტად რაც სკოლაში მაწუხებდა, ლაბორატორიის არარსებობა გახლდათ, ამიტომ ამ საიტის დახმარებით თავად შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს და ქიმიის სწავლა ყველაზე სახალისო საქმიანობად აქციოთ, ბევრი ექსპერიმენტებით და თავგადასავლებით.
  7. https://www.brainpop.com - ამ საიტზე თავისუფლად შემიძლია ვთქვა , რომ უნივერსალურია. შეგიძლიათ იპოვოთ ანიმაცია, თამაში ან ქუიზი ნებმიერ საგანში , ხელოვნება, ინგლისური , ისტორია, მათემატიკა თუ ინფორმატიკა.

 

 ანანო ნიქაბაძე 

ავტორი: ანანო ნიქაბაძე